ტურინის „იუვენტუსის“ ბანაკიდან ცუდი ამბავია. ჯორჯო კიელინი ორშაბათის ვარჯიშზე დაშავდა და „აიაქსთან“ მისი თამაში საეჭვოა.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ჯორჯოს კუნთის პრობლემა აქვს და მისი ბედი უახლოეს საათებში გაირკვევა. იქედან გამომდინარე, რომ „აიაქსთან“ მატჩამდე 48 საათზე ნაკლებია დარჩენილი, დიდი შანსი არსებობს, რომ კიელინიმ ვერ ითამაშოს.
მასიმილიანო ალეგრის დაცვის ცენტრში არჩევანი თითქმის არ აქვს, რადგან ანდრეა ბარძალი და მარტინ კასერესიც ტრავმირებულები არიან. ლეონარდო ბონუჩის დანიელე რუგანი შეუწყვილდება.