რობერტო ბაჯოს ყოფილმა აგენტმა ლუიჯინო პელეგრინიმ მისი კლიენტის „იუვენტუსში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა. პელეგრინის განცხადებით, უმბეტო ანიელიმ ბაჯო შანტაჟის მეშვეობით დაიყოლია.
„უმბერტო ანიელიმ უთხრა: გინდა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშო? რა თქმა უნდა, მინდა – უპასუხა რობერტომ. მაშინ „იუვენტუსში“ უნდა გადმოხვიდე“ – ასეთი იყო ანიელის პასუხი.
ეს იყო ნამდვილი შანტაჟი, რადგან მას არ სურდა „ფიორენტინადან“ წასვლა მიუხედავად იმისა, რომ „იუვეში“ ორმაგ ხელფასს სთავაზობდნენ. „იუვენტუსისთვის“ იმ მომენტში უარის თქმა ნიშნავდა მუნდიალზე უარის თქმას და ეს 23 წლის ფეხბურთელის კარიერისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რომ არა შანტაჟი, ბაჯო „იუვენტუსში“ არ გადავიდოდა“, – განაცხადა ლუიჯინო პელეგრინიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტო ბაჯო „იუვენტუსის“ ღირსებას 1990-1995 წლებში იცავდა.