ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჟოაუ კანსელუმ მასიმილიანო ალეგრის განაცხადის გამოქვეყნება დაასწრო და დააანონსა, რომ რონალდუ სიაში იქნება.
როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ „აიაქსთან“ მატჩისთვის სამატჩოს განაცხადში მოხვდება.
„კარგად ვარ, „აიაქსთან“ მატჩისთვის მზად ვარ. მწვრთნელმა ბოლო შეხვედრაში არ მათამაშა, რადგან მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ და ვგრძნობ, რომ მზად ვარ ამსტერდამში მოედანზე გასასვლელად.
რონალდუ? ყველაფერი გააკეთა, რომ კონდიციები აღედგინა და ბევრიც იშრომა. უნდა გუნდს დაეხმაროს და ვფიქრობ, განაცხადში იქნება. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს“, – განაცხადა კანსელუმ Sky Sport-თან საუბრისას.