ტურინის „იუვენტუსი“ ამსტერდამის „აიაქსთან“ მატჩისთვის ემზადება და იტალიური გამოცემები სავარაუდო შემადგენლობასაც აქვეყნებენ.
ტრავმირებულია ჯორჯო კიელინი და მისი თამაში ძალზე საეჭვოა. სამაგიეროდ, გუნდს კრიშტიანუ რონალდუ უბრუნდება.
შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, რუგანი, სპონაცოლა (ალექს სანდრო); ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ
შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.