მთავარი / სიახლეები / კიელინი: “შარშან რონალდუს “ოქროს ბურთი” “რეალმა” მოპარა”

კიელინი: “შარშან რონალდუს “ოქროს ბურთი” “რეალმა” მოპარა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ 2018 წელს „ოქროს ბურთი“ კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის „რეალმა“ მოპარა. გარდა ამისა, ჯორჯომ მიმდინარე სეზონისა და მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა.

„მოპარული „ოქროს ბურთი“

შარშან რონალდუს „ოქროს ბურთი“ მოპარეს. ეს იყო ნამდვილი ქურდობა „რეალის“ მხრიდან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს პრიზი კრიშტიანუს არ უნდა მიეღო. თუ მოდრიჩის გამარჯვების ლოგიკას გავყვებით, მაშინ ფრანგებს, გრიზმანს, პოგბას ან მბაპეს უნდა მოეგოთ, რადგან მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. თუმცა, რონალდუ იმსახურებდა და იმის, რომ „რეალში“ აღარ თამაშობდა, „სამეფო კლუბში“ არ სურდათ „ოქროს ბურთი“ მოეგო.

„იუვენტუსის“ სეზონი

ნამდვილ „იუვეს“ იანვრიდან ვიხილავთ, დროა საჭირო. რომ არა „სასუოლოსთან“ ფრე, ახლა სუპერ „იუვენტუსზე“ ვისაუბრებდით. სეზონი კარგად დავიწყეთ, სირთულეებს ფიზიკურად განვიცდით, მაგრამ შედეგები შესანიშნავია.

დე ლიხტი

მას ყოველდღე ვესაუბრები, ჭკვიანი ბიჭია, რომელსაც სწავლის დიდი სურვილი აქვს. გვავიწყდება, რომ სრულიად განსხვავებულ ჩემპიონატში მოხვდა, რაც 20 წლის ასაკში ადვილი არაა“ – განაცხადა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …