მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი 21-წლამდელებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

დე ლიხტი 21-წლამდელებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 21-წლამდე მოთამაშეებს შორის და ტროფეო კოპა მიიღო.

ჰოლანდიელმა ინგლისელი ჯეიდონ სანჩოსა პორტუგალიელი ჟოაო ფელიქსის კონკურენციაში გაიმარჯვა.

„ჩემთვის ეს დიდი პატივია, ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს შეყვარებულს, ოჯახს, თანაგუნდელებს „აიაქსიდან“ და „იუვენტუსიდან“.

სკუდეტო? „ინტერი“ დიდი გუნდია, მაგრამ სეზონი გრძელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი, მინდა ყველა ტიტული მოვიგო. “იუვეში” მსოფლიო დონის მცველები არიან და ისინი განვითარებაში მეხმარებიან“, – თქვა დე ლიხტმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …