ტურინის „იუვენტუსში“ ჯორჯო კიელინი კიდევ ერთი სეზონი დარჩება. Tuttosport-ის ცნობით, ანდრეა ანიელისა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ ნოემბერში შედგა, როდესაც ჯორჯო ტრავმირებული იყო.
კიელინი კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და შემდეგ კარიერას დაასრულებს, ხოლო „იუვენტუსში“ დარჩება და კლუბის მენეჯმენტში გადაინცავლებს.
შეგახსენებთ, რომ კიელინის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს იწურება.