ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ ოოუარით ინტერესდება. RMC Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა თავისი კარგი თამაშით არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო.
მათ შორის „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტიც“ არიან. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ ხელმძღვანელობას „ლიონის“ პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს, რამაც შესაძლოა ტრანსფერში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
„ლიონი“ ნიჭიერ ნახევარმცველს დაახლოებით 50 მილიონ ევროს აფასებს.