მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ, კარიერას ორ წელიწადში დავასრულებ”

კიელინი: “ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ, კარიერას ორ წელიწადში დავასრულებ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი Gazzetta Dello Sport-ს ესაუბრა. ჯორჯო ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ როგორც განაცხადა, გაზაფხულზე დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს.

გარდა ამისა, კიელინიმ აღნიშნა, რომ კარიერას ორ წელიწადში დაასრულებს და შემდეგ მენეჯმენტში გადაინაცვლებს.

„ორ წელიწადში კარიერას დავასრულებ და შემდეგ მინდა მენეჯრის კარიერა დავიწყო. ეს სიმშვიდით უნდა გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, ფეხბურთელების ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ მზად არიან. კარიერის დასრულების შემდეგ 35-40 წლის ასკაში ვფიქრობ, ტომ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი ვიცით, მაგრამ შემდეგ სამუშაო სამყაროში შევდივართ და აღმოჩნდება, რომ ასე არაა.

სამწვრთნელო კარიერის დაწყებამ არ მხიბლავს, ეს ადვილი არაა. ახლა კარგი ტაქტიკური სქემა საკმარისი არაა, მწვრთნელები უფრო მეტად არიან ფსიქოლოგები, ლიდერები, მოტივატორები. ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაა, რომელიც ამ ეტაპზე არ მიზიდავს.

ჩემპიონთა ლიგაზე რა გვაკლდება? ცხადია, ცოტა იღბალი. ყოველთვის გვახსოვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 5-6 გუნდია, რომლებიც ერთ დონეზე არიან, ძალიან მაღალ დონეზე. ბოლო წლებში საოცარ ბრძოლებში წავაგეთ „ბაიერნთან“, „აიაქსთან“, „რეალთან“, სამ შემთხვევაშ აბსურდულ ვითარებაში გამოვეთიშეთ ასპარეზობას. განსაკუთრებით დასანანი „აიაქსთან“ წაგებაა, რადგან დარწმუნებული ვარ, ფინალის გზაზე ვიყავით. ეს სინანული რჩება, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა.

დიბალა? მას საშუალება ჰქონდა დაეტოვებინა გუნდი, მაგრამ ის არის, ვისაც სურს ნახტომის ჩვენთან გაკეთება. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც კაპიტნის სამკლავურიც ღირსეულად ატარა, რადგან ამას იმსახურებდა. არ გამიკვირდება თუ პაულო იმავეს გააკეთებს, რაც კამორანეზიმ, ტრეზეგემ, ნედვედმა გააკეთეს, ეს „იუვენტუსის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი გზაა.

ევროპის ჩემპიონატზე თუ ვითამაშებ? თუ არაფერი მოხდება, წესით კარგ ფორმაში უნდა ვიყო. მანჩინიმ დამირეკა იმ ღამით, როდესაც ტრავმა მივიღე და ვუპასუხე: „გაზაფხულზე დავბრუნდები და ივნისში მზად ვიქნები, რადგან ეს ჩემი ბოლო დიდი სანაკრებო ტურნირია“. უკეთესია, რომ ტრავმა ახლა მივიღე, ევროპირველობას დასვენებული შევხვდები. „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების კაპიტნობა, „იუვეში“ 500 თამაში, ნაკრებში 100 თამაში, სხვა სიმშვიდის მომტანია. მინდა ამ ევროპის ჩემპიონატზე სიამოვნება მივიღე, ისევე როგორც ფეხბურთელობის ბოლო წლებისგან“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …