მთავარი / სიახლეები / ანიელის შეხვედრა აქციონერებთან: “იტალიაში პირველები ვართ, ახლა ევროპაში საუკეთესოობის დროა”

ანიელის შეხვედრა აქციონერებთან: “იტალიაში პირველები ვართ, ახლა ევროპაში საუკეთესოობის დროა”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კლუბის აქციონერებთან საჯარო შეხვედრა გამართა, სადაც გუნდში მიმდინარე პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ანიელიმ აქციონერებს 300 მილიონი ევროს კაპიტალი მოსთხოვა და განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ევროპის საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს.

300 მილიონის კაპიტალი

„იუვენტუსი“ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და ამით აბსოლუტურად უნდა ვიამაყოთ, თუმცა,ჯერ კიდევ არსებობს სხვაობა ევროპულ კონკურენტებთან შედარებით. ჩვენ პირველი იტალიური გუნდი ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანია ვიყოთ პირველები ევროპაში.

ამ წელს 175 მილიონი ევროს სესხი ავიღეთ, მაგრამ ახლა აქციონერებს ვთხოვ 300 მილიონი ევროს კაპიტალს, რადგან ევროპული კომპანიების მონაცემებს უნდა გავიტოლდეთ. მაგალითად, „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომემაც 4-5 წელში აქციონერებს კაპიტალის გაზრდა 450 მილიონი გირვანქა სტერლინგით სთხოვა.

ანიელი რონალდუზე და… ალეგრიზე

ჩვენ ვიყიდეთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც იმედი მაქვს წელს „ოქროს ბურთს“ მოიგებს, რომელიც დაიმსახურა. ვამაყობთ მოედანზე მიღწეული შედეგებით, არ უნდა დავივიწყოთ ორი ფეხბურთელი, რომლებმაც ზედიზედ რვა სკუდეტო მოიგეს, კიელინი და ბარძალი. ასევე, მასიმილიანო ალეგრი, რომელიც „იუვენტუსის“ ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ნაწილში მუდმივი მონაწილეობა ადასტურებს, რომ ჩვენ ევროპის ტოპ კლუბებში ვართ. უეფას რეიტინგში 43-ე ადგილიდან მე-5 ადგილამდე მივედით და გონივრული საფუძვლები არსებობს, რომ სეზონის ბოლოს „ბაიერნს“ გადავასწროთ და გავაგრძელოთ სვლა პირველი ადგილისკენ.

ანიელის „მახვილი“ კონტეს

2020 წელია, წელი ნულიდან. ჩვენ ვითხოვთ ბიუჯეტის დამტკიცებას და ამავდროულად ამ მენეჯმენტის ნდობის გაგრძელებას. ამ წლებში ბევრ სირთულეებში აღმოვჩნდით და ვინც აქ მუშაობს, მათთვის ინტენსიური და მძიმე პერიოდი იყო. 2012 წელს ჩვენი მწვრთნელის გარეშე 6 თვე მოგვიწია ყოფნა, რადგან ჩვენი მწვრთნელი გარიგებულ თამაშებში ამხილეს (ანტონიო კონტე 2012 წლის ზაფხულში „ბარიში“ მუშაობის გამო დასაჯეს – რედ).

400 მილიონი ინვესტიცია

ჩვენმა, თქვენმა გუნდმა 400 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია მოახდინა.“ალიანც სთედიუმის“ 180 მილიონი, ახალი შტაბი, საწვრთნელი ბაზა, J Medical-ი. 100 მილიონამდე დაჯდა „იუვენტუსის“ სასტურმო, 90 მილიონამდე აღმოსავლეთ ტერიტორიის გაკეთება. 2010-2011 წლების სეზონიდან „იუვენტუსში“ ფეხბურთელების ჩათვლით 885 ადამიანი მუშაობს.

ქალთა ფეხბურთის განვითარება

ჩვენ მსოფლიოში მეხუთე გუნდი ვართ სოციალურ ქსელში გამომწერთა რაოდენობით, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 800 მილიონს გადააჭარბა. ქალთა ფეხბურთს რაც შეეხება, მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა. ჩვენ ეს სექტორი კიდევ უფრო განვავითაროთ და მზად უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოვიყენოთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …