ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.
შესაძლოა, ჯორჯო ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოსთან“ მატჩის განაცხადშიც შეიყვანონ.
იტალიელ ფეხბურთელს ბოლო დროს კუნთი აწუხებდა. ზოგადად, სეზონის სტარტზე „იუვენტუსის“ მცველების უმეტესობა ლაზარეთში იყო და ანდრეა პირლოს განკარგულებაში ოპტიმალური შემადგენლობა ერთხელაც არ ყოფილა.