ტურინის „იუვენტუსის“ მცველები ჯორჯო კიელინი და მერიჰ დემირალი გამოჯანმრთელდნენ. ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ ისინი კიევის „დინამოსთან“ უახლოეს მატჩში ანდრეა პირლოს განკარგულებაში იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ ბოლო პერიოდში ცენტრალური მცველებიდან მხოლოდ მატიას დე ლიხტი ჰყავდა ჯანმრთელი, თუმცა, ნელ-ნელა ეს პრობლემა მოგვარდა და ყველა ცენტრალური მცველი გამოჯანმრთელდა.