ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან მშვიდად არიან. მან დიბალას ახლანდელი მდგომარეობა მატიას დე ლიხტის შარშანდელ ვითარებას შეადარა.
„პაულოსთან დაკავშირებით ძალიან მშვიდად ვართ, როგორც შარშან დე ლიხტის თაობაზე ვიყავით, როდესაც თითქმის ყველა მას აკრიტიკებდა. ვიცით, რომ დიბალა საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნია და წელსაც დიდ დახმარებას გაგვიწევს და გადამწყვეტ როლს ითამაშებს, როგორც ყოველთვის. ის ძალიან სერიოზული ბიჭია“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ დიბალასთის სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე და ისიც მეკარის წარმოუდგენელი შეცდომის წყალობით.