ჯორჯო კიელინის და როდრიგო ბენტანკურს კუნთების ტრავმები არ აღმოაჩნდათ. ეს სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა. შესაბამისად, ორივე ფეხბურთელი უახლოეს ხანში მოედანზე გავა.
ამ ეტაპზე დღითიდღე დაკვირვება უნდა მოხდეს და ამის მიხედვით შეფასდება სიტუაცია.
შეგახსენებთ, რომ კიელინიმ და ბენტანკურმა მცირე დაზიანებები „სასუოლოსთან“ (3:3) მატჩში მიიღეს.