მთავარი / სიახლეები / 3 გოლი რჩება დელ პიეროს გაცნობამდე: “სასუოლოს” ფეხბურთელის ოცნება ხდება

3 გოლი რჩება დელ პიეროს გაცნობამდე: “სასუოლოს” ფეხბურთელის ოცნება ხდება

„სასუოლოს“ თავდამსხმელ ფრანჩესკო კაპუტოს შესანიშნავი სეზონი აქვს და სერია A-ში 17 გოლი გაიტანა. მათ შორის, ბოლო ტურში „იუვენტუსიც“ დაამწუხრა.

ის ბომბარდირობისთვის ვერ იბრძვის, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი მიზანი აქვს დასახული – 20 გოლის გატანა სეზონში. რატომ? ალესანდრო დელ პიეროს გასაცნობად.

კაპუტოს ბავშვობის კუმირი „იუვეს“ ლეგენდარული კაპიტანია და ალექსთან შეთანხმება აქვს. თუ სეზონში 20 გოლს გაიტანს, დელ პიერო მას პირადად შეხვდება და გაიცნობს.

ამის შესახებ კაპუტომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა:

„გუშინ წინ მესიჯი გამომიგზავნა, დარჩა -4. ახლა ახალ მესიჯს ველოდი, რადგან „იუვესთან“ გოლის შემდეგ 3 გოლი დარჩა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ვთქვი, რომ ჩემი კერპი იყო ალე და დავამატე, თუ სეზონში 20 გოლს გავიტანდი, მინდოდა მისი გაცნობა. ამის შემდეგ ერთ დღეს თვითონ დამიკავშრიდა. ჩვენ ვაგრძელებთ მესიჯობას, ალე ყოველი გოლის შემდეგ მახსენებს, რამდენი გოლი მაკლია 20 გოლამდე“, – თქვა კაპუტომ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …