ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო – „სასუოლოსთან“ ფრე 3:3. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – სამი გოლი გაუშვა, მაგამ ამის მიუხედავად თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო. მეტიც, გადამწყვეტი, რადგან მისმა სეივებმა „იუვე“ არაერთხელ გადაარჩინა, მათ შორის, თამაშის ბოლოს.
დანილო 6 – შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ კაპუტოს გოლის დროს შეცდომა დაუშვა.
დე ლიხტი 5 – ამჯერად ვერ შეძლო იმ თამაშის ჩვენება, რასაც ბოლო დროს აჩვენებდა.
კიელინი 5.5 – ხუთი თვის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და ეს კარგი ამბავია, მართლაც შესანიშნავი. მაგრამ ჯერ კიდევ არაა მზად და შესვენებაზე შეცვალეს.
რუგანი 5 – როდესაც თამაშში ჩაერთო, „იუვენტუსმა“ პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგა.
ალექს სანდრო 6.5 – ბოგას ეპიზოდში მატჩის მიწურულს კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, რაც გოლს უდრიდა, მაგრამ მანამდე ანგარიშიც მან გაათანაბრდა. ორ ეპიზოდში გადამწყვეტი სიტყვა თქვა.
ბენტანკური 5 – საგოლე პასი გაკაეთა, მაგრამ ამ საღამოსაც მისი პასები მეტოქეებს უფრო ეხმარებოდა…
პიანიჩი 6.5 – ორი საგოლე პასი, ერთი ბრწყინვალე. შემდეგ გაითიშა და ვერაფერი აჩვენა. თუმცა, იგუაინზე პასი მაინც საოცარი იყო.
რაბიო 6 – თამაშში აქტიურად ჩაერთო და გოლთანაც ახლოს გახლდათ.
მატუიდი 5 – სირთულეები ისევ ჰქონდა. სეზონის რესტარტის შემდეგ ფორმაში ვერ შევიდა.
რემზი შ.გ – უელსელს ისევ მწირი დრო დაეთმო.
ბერნარდესკი 5 – ყოველთვის თამაშობს, მაგრამ არაფერი იცვლება. ის მოედანზე არ ჩანს. მიიღო ყვითელი ბარათი, რის გამოც „ლაციოსთან“ მატჩს გამოტოვებს.
დუგლას კოშტა 6 – თამაშში ჩაერთო და სახიფათო „იუვენტუსიც“ დაბრუნდა.
რონალდუ 5.5 – ცდილობდა, ისევ ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ყოველთვის გატანა მასაც არ შეუძლია.
იგუაინი 6.5 – „პიპიტამ“ ერთი გოლი გაიტანა, პიანიჩის შესანიშნავი პასის შემდეგ კონსილი უშანსოდ დატოვა.
დიბალა 5.5 – პლატინის გაუთანაბრდა 224 მატჩით, მაგრამ ეს მისი საღამო არ ყოფილა.