მთავარი / სიახლეები / კიელინი ბავშვობაზე, მწვრთნელებზე, მომავალზე და თანაგუნდელებზე

კიელინი ბავშვობაზე, მწვრთნელებზე, მომავალზე და თანაგუნდელებზე

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ცნობილ იტალიელ მსახიობ მარტინა კოლომბარის ინსტაგრამში ესაუბრა.

კოლომბარი გარდა იმისა, რომ სამშობლოში სახელგანთქმულია, ლეგენდარული ფეხბურთელის, ალესანდრო კოსტაკურტას მეუღლეა. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსის“ ქომაგია. ჯორჯომ მასთან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

კაპიტნობა

„ვფიქრობ, რომ ათი წლის წინ რომ მოხდარიყო, მშვიდად ვერ მივიღებდი. ახლა, 35 წლის ასაკში, მთელი ჩემი გამოცდილება, რაც მქონდა, მაძლევს საშუალებას, რომ მივიღო. ძალიან თვითკრიტიკული ვარ, გაუმჯობესება მჭირდება, არამარტო მოედანზე.

„მილანის“ ქომაგი

„მილანის“ გულშემატკივარი ვიყავი, შემიყვარდა 90-იანი წლების დასაწყისში და იქამდე ვიყავი, სანამ სერია A-ში ვითამაშებდი. ჩემი ტყუპი ძმა „იუვენტუსს“ გულშემატკივრობდა და ბევრს ვმხიარულობდით, როგორც მამაჩემი და დედაჩემი, რომელიც მილანისტაა. როდესაც „იუვესთან“ კონტრაქტი გავაფორმე, არ გეტყვით, როგორ მიიღეს ეს…

მწვრთნელები

მე ვნახე დოკუმენტური ფილმი „მანჩესტერ სიტიზე“, იქ ჩანს გვარდიოლას ქარიზმა, რომელიც განსაკუთრებულია. სამწუხაროდ, მასთან მუშაობის შანსი არ მქონია და მხოლოდ შორიდან ვხედავდი. კონტე? სანამ ის მოვიდოდა, მცველი მხოლოდ მცველი იყო, არ ფიქრობდა შეტევით მოქმედებაზე. ამის ნაცვლად დაუყოვნებლივ დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჩვენც შეგვეძლო შეტევა. ანტონიო ტოპია, რომელმაც ბევრი მომცა და ბევრიც მომთხოვა. ის და ალეგრი განსაკუთრებულნი არიან, ისინი არიან ადამიანები, რომლებთანაც კარიერის სიმწიფეში ვიმუშავე, ბევრი მნიშვნელოვანი მწვრთნელი მყოლია, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებული იყო. ლიპი? მას ჰქონდა სიტუაციების წაკითხვის უნარი, ნაკლებად ტაქტიკური, მაგრამ გულწრფელი და პირდაპირი ურთიერთობა ყველასთან. ეს მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი.

რონალდუ

სამწუხაროდ მან ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ბევრი, ბევრი, ბევრი გაიტან. საბედნიეროდ, ახლა ჩვენს გუნდშია. ის სხვა დონეზეა, „იუვესაც“ ბევრი რამ მისცა. როდესაც ასეთი ჩემპიონი გყავს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.

იბრაჰიმოვიჩი

ეს იყო მეტოქე, რომელმაც ბევრი კარგი მომცა. როგორც თანაგუნდელი კი, 24 წლის იყო და შთამბეჭდავი ფიზიკური კონდიციები ჰქონდა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.

ბუფონი

ის უფროსი ძმაა, 15 წელია ყველგან ერთად ვართ, „იუვეში“, ნაკრებში. მასზე ხშირად დედამიწაზე არცერთი ადამიანი არ მინახავს, ჩემი ცოლიც კი. ჯიჯი გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის პოულობს სწორ სიტყვებს, რათა სეზონის ბედი შეცვალოს. ბრწყინვალე ადამიანია, რომელმაც ბევრი მასწავლა. განსხვავებულები ვართ, მაგრამ სწორი სიტყვების პოვნის გამო მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ.

გოლი

როგორც მცველს მირჩევნია საკუთარი კარის გადარჩენა, მაგრამ გოლიც ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას მგვრიდა.

 მომავალი

მომდევნო წელს ვეცდები გავაანალიზო როგორ ვარ. ერთი წელი კიდევ ვითამაშებ და შემდეგ ვნახოთ სხეული რას მეტყვის. შემიძლია თუ არა კიდევ ფეხბურთის თამაში. კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში სიამოვნებით დავრჩებოდი, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ არასდროს იცი რა მოხდება.

ევროპის ჩემპიონატი

იმედი მაქვს, რომ კარგ კონდიციაში შევხვდები, რადგან ეს ჩემი ბოლო დიდი ტურნირი იქნება.

სეზონი

იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. ეს იქნება უცნაური ზაფხული, მაგრამ თამაში შეგვიძლია. უფრო ცუდია გულშემატკივრების გარეშე თამაში, ვიდრე შვებულებაში არწასვლა. იმედი მაქვს, ერთ თვეში სტადინზე 5 ათასი ან 10 ათასი მაყურებელი მაინც დაიშვება. მსაჯისთვის რთულია, რადგან მას ყველაფერი ესმის, სათადარიგო სკამიდან გაკეთებული კომენტარებიც. მოუსმინო მწვრთნელს, თანაგუნდელების ლაპარაკს, მეკარის მითითებებს უფრო რთულია, ამას ზოგჯე ფანების მოსმენა სჯობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …