მირალემ პიანიჩისა და არტურის ბარტერი წინ მიიწევს. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ ცდილობს გარიგება რაც შეიძლება სწრაფად დახუროს.
პიანიჩი რომ ფორმაში აღარაა და შესაძლოა ფიქრებით უკვე ესპანეთშიც იყოს, „მილანთან“ მატჩმა ნათლად დაადასტურა.
თავის მხრივ, არტური კიკე სეტიენის რჩეულთა შორის აღარ მოიაზრება და ამიტომ, კატალონელები მზად არიან ბრაზილიელი ბოსნიელის სანაცვლოდ დათმონ.