ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუდრადომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში უნგრულ „ფერენცვაროშთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
„ბუდაპეშტში საკუთარი თავის დიდი რწმენით ჩამოვედი, რომელიც ბოლო თამაშმა მოგვცა. ხვალ გვნდა ვაჩვენოთ რა ვართ, მოედანზე გავალთ, ძალიან კარგ სტადიონზე დადებითი შედეგისთვის. გვინდა კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ, მოკლე და კომპაქტური თამაში და გამარჯვების დიდი სურვილი ვაჩვენოთ“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „ფერენცვაროში“ – „იუვენტუსის“ მატჩი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.