ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ტურინის “იუვენტუსი” უნგრეთის ჩემპიონ “ფერენცვაროშს” სტუმრად დაუპირისპირდება. ანდრეა პირლოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია:
შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, დანილო; რაბიო, არტური, რემზი; კიეზა, მორატა, რონალდუ
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. “ფერენცვაროშის” ძირითად შემადგენლობაშია ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი.