მიმდინარე სეზონში „იუვენტუსისთვის“ ერთ-ერთი მთავარი შეუცვლელი ფიგურა ხუან კუადრადოა. კოლუმბიელი ფეხბურთელი, რომელიც მარჯვენა მცველად იქცა, ანდრეა პირლოსთვის მართლაც ფასდაუდებელი მოთამაშეა და ამაზე სტატისტიკა მეტყველებს.
მიმდინარე სეზონში „იუვემ“ ყველა ტურნირზე 6 მატჩი წააგო და ამ თამაშებში სამხრეთ ამერიკელი მხოლოდ ერთხელ იყო მინდორზე 90 წუთი – ოქტომბერში „ბარსელონასთან“ (0:2). ეს იყო სეზონის პირველი მარცხი და მას შემდეგ ტურინელებმა 5 თამაში ისე წააგეს, რომ ხუანს თავიდან ბოლომდე არ უთამაშია.
ეს მატჩები იყო: „ინტერთან“, „პორტუსთან“, ბენევენტოსთან“ ის მოედანზე საერთოდ არ იყო, „ფიორენტინასთან“ მატჩის დასაწყისში გააძევეს, ხოლო „ნაპოლისთან“ პირველი ტაიმი ითამაშა, ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
კოლუმბიელს ყველა ტურნირზე 28 მატჩში გოლი არ გაუტანია, მაგრამ 15 საგოლე პასი აქვს, რაც საოცარი მაჩვენებელია. 7-ჯერ მან სერია A-ში შეძლო ასისტმენობა (19 მატჩში), 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე (6 თამაშში), ხოლო თითოჯერ იტალიის თასსა (2 შეხვედრაში) და იტალიის სუპერთასზე (1 მატჩში).
32 წლის გარემარბი, რომელიც მცველად იქცა, „იუვესთვის“ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაყრდენი ფეხბურთელია. აქვე გეტყვით, რომ მას კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.