მთავარი / სიახლეები / კიელინი: “იუვეს” ზოგადი პრობლემა აქვს და პირლო პრობლემა არ არის”

კიელინი: “იუვეს” ზოგადი პრობლემა აქვს და პირლო პრობლემა არ არის”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებში მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას კითხვები „იუვესა“ და კონკრეტულად ანდრეა პირლოს შესახებ დაუსვეს. ჯორჯოს განცხადებით, გუნდის პრობლემა პირლო არ არის.

„გუნდმა ვერ გააკეთა ისეთი საქმე, როგორც იმედი გვქონდა, მაგრამ პრობლემა პირლო არ არის, „იუვენტუსის“ პრობლემა ზოგადია. არ ვფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების გარდა, ახლა სხვა კითხვებს უნდა ვუპასუხო.

ნედვედმა და პარატიჩიმ ყველაფერი თქვეს, ჩემი აზრით, მათ ყველაფერს ნათელი მოჰფინეს“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები დღეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …