ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ მუხლზე გაკეთებული ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ინდივიდუალური მზადება დაიწყო. გერმანელმა ტვიტერშ დაწერა:
„შესანიშნავია მოედანზე დაბრუნება“, – დაწერა ხედირამ.
ხედირა თამაშს სავარაუდოდ მარტის დასაწყისში მოახერხებს და ეს მაურიციო სარისთვის კარგი ამბავია. შემთხვევით არაა, რომ ხედირა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოსახვედრად ტრავმის მიუხედავად თანამემამულე ემრე ჯანს მაინც უსწრებს.
Here we go again 🏃🏽♂ Feels so good to be back on the grass 🙌🏼 #FinoAllaFine #ForzaJuve pic.twitter.com/s5KCfSxIKG
— Sami Khedira (@SamiKhedira) January 9, 2020