ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა პაოლო მონტერომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ურუგვაელი მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის საკითხს შეეხო, რომლებიც მის პოზიციაზე თამაშობენ და „იუვენტუსში“ პირველ სეზონს ატარებენ.
დე ლიხტი
ადაპტაციის პერიოდია, ის სხვა სტილის ფეხბურთიდან მოვიდა, ადაპტირება სჭირდება. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, კრიტიკა, რომელიც მიიღო, უსამართლო და გაზვიადებულია. ის ნამდვილი ჩემპიონია, ჩემი აზრით, 20 წლის ასაკისთვის ზედმეტად ძლიერიც. მახსოვს, როდესაც ზიდანი მოვიდა, ადაპტაცია გაუჭირდა, ამბობდნენ, რომ „იუვენტუსს“ უნდა გაეყიდა. ჩემი აზრით, ადაპტაცია სჭირდება, მოთმინებაა საჭირო. ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი სწრაფად გვინდა. საჭიროა მუშაობა და მოცდა, „იუვენტუსი“ შესანიშნავად მოიქცა, რომ იყიდა.
გუნდი
მაურიციო სარის ყოველთვის მაქსიმუმი სურს და ვხედავ, რომ ძალიან კარგად მუშაობს. დიდი გუნდი ჰყავს, დიდი შემადგენლობა. ვფიქრობ, სკუდეტოს მნიშვნელოვანი აღარაა, მიზანი ჩემპიონთა ლიგაა.
დემირალი
ძლიერია, ძალიან კარგად თამაშობს, ინდივიდუალურად შესანიშნავია. სხვა მახასიათებლები გააჩნია დე ლიხტთან შედარებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ძლიერი არაა. ორივე შესანიშნავია და შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც სარი მოსთხოვს. ვფიქრობ, ყველაფერი აქვს, რომ „იუვენტუსში“ დიდი კარიერა გაიკეთოს.
ტურინი
ტურინში საცხოვრებლად დავბრუნდი, მაგრამ „იუვეში“ არ ვბრუნდები. ეს ცხოვრებისეული არჩევანია, რადგან ურუგვაიში ცხოვრება საშიში გახდა.
„მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერგატანილი პენალტი
შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ დარტყმაზე უარს ვერ იტყვი. მე დავთანხდმი შესრულებას და შეცდომას ვითმენ. მე მასწავლიდნენ, რომ ომში არავინ არის გადარჩენილი და თუ ვინმე გადარჩენილია, ის გუნდთან ერთად არ ყოფილა.