მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერნარდესკის და დე შილიოს 6 თვე აქვთ სიტუაციის შესაცვლელად

ბერნარდესკის და დე შილიოს 6 თვე აქვთ სიტუაციის შესაცვლელად

მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს მატია დე შილიოსთვის და ფედერიკო ბერნარდესკისთვის. Tuttosport-ის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელს ექვსი თვე აქვს იმისთვის, ზაფხულში გუნდის დატოვებას თავი აარიდონ.

სეზონის დარჩენილ ნაწილში დე შილიომ და განსაკუთრებით, სიტუაცია უნდა გამოასწორონ.

მიმდინარე სეზონი ფედერიკოსთვის კარიერაში ყველაზე წარუმატებელია. სერია A-ში 14-ჯერ ითამაშა, მაგრამ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია. ერთადერთი გოლი სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენს“ გაუტანა.

დე შილიოს რაც შეეხება, მას გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, ხოლო ხუან კუადრადოს დაცვაში დახევამ მისი პოზიციები გუნდში კიდევ უფრო შეარყია. მატიას პსჟ-ს, ხოლო ბერნარდესკის „რომას“ უკავშირებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …