სამი ხედირას „იუვენტუსის“ დატოვება არ უნდა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით ტურინში ძალიან ბედნიერია და გუნდის შეცვლის მიზეზი არ აქვს.
„ჩემი კონტრაქტი 2021 წელს იწურება. იტალიაში და გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ძალიან ძლიერ გუნდში ვარ და კიდევ ბევრი ტიტულის მოგება მინდა. ჩემს სხეულს ვენდობი და არანაირი მოტივი არ მაქვს გუნდის შეცვლის. „იუვენტუსსა“ და ტურინში ძალიან ბედნიერი ვარ.
ფეხბურთელი, რომელთანაც თამაში მსურდა? ძალიან რთული შეკითხვაა. მაგრამ თუ ერთი უნდა ავირჩიო, ანდრეა პირლოს ვიტყვი, რადგან შესანიშნავი ადამიანი და წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ძალიან მშვიდად თამაშობდა და თამაშით სიამოვნებას იღებდა. ვფიქრობ, რომ მის გვერდით უფრო მეტი გოლის გატანას შევძლებდი“, – თქვა ხედირამ.
შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა „იუვენტუსის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 143 შეხვედრაში 21 გოლის გატანა შეძლო.