იტალიაში ფეხბურთი ბრუნდება. ხელისუფლებისა და ფეხბურთის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიიღეს და სერია A 20 ივნისიდან განახლდება.
ამის შესახებ ინფორმაცია სპორტის მინისტრმა ვინცენცო სპადაფორამ დაადასტურა.
ამრიგად, სეზონი გაგრძელდება და ჩემპიონი მოედანზე გამოვლინდება. მატჩები კი უმაყურებლოდ გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ 13 ივნისს იგეგმება იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩების ჩატარება.