მთავარი / სიახლეები / ხედირა და მატუიდი “იუვეს” ტოვებენ

ხედირა და მატუიდი “იუვეს” ტოვებენ

„იუვენტუსმა“ აარონ რემზი უკვე გაიფორმა და ადრიენ რაბიოს ტრანსფერიც პრაქტიკულად დახურულია. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა პოლ პოგბას დაბრუნებაზეც.

ყოველივე ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ სამი ხედირა და ბლეზ მატუიდი „იუვეს“ დატოვებენ. ორივე ფეხბურთელი უკვე მზადაა ტურინიდან ასაბარგებლად.

გერმანელი და ფრანგი მასილიანო ალეგრის ფავორიტი მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ მაურიციო სარის გეგმებში ვერცერთი ჯდება.

მატუიდის „იუვესთან“კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ამ ზაფხულს თუ არ გასხვისდება, „ბებერ სინიორას“ მისი დაკარგვა უსასყიდლოდ მოუწევს. ხედირას ხელშკერულება ძალაში 2021 წლამდეა, მაგრამ ხშირი ტრავიანობის გამო მისი ტურინული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამის გერმანიაში დაბრუნებისა და „ბეშიქთაშის“ ვარიანტი აქვს, ხოლო მატუიდის სამშობლოში, „მონაკო“ იწვევს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …