ლეონარდო ბონუჩის გადაბირება „პარი სენ ჟერმენს“ სურს. თუმცა, თავად ბონუჩის „იუვენტუსში“ დარჩენა უნდა.
პარიზელები ლეონარდოს სეზონში 7 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ეს ვერ გამოდგება მთავარი არგუმენტი საფრანგეთში გადასაბარგებლად. საქმე ისაა, რომ ერთი წლის წინ ბონუჩიმ „იუვეში“ დაბრუნებისთვის ხელფასი დაიკლო.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ლეოს ტურინიდან წასვლა არ უნდა და კლუბში დარჩება. რაც მთავარია, გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად განიხილავს მაურიციო სარიც.
წყაროს ცნობით, ბონუჩი სარის ტელეფონით ესუაბრა და იტალიელმა სპეციალისტმა დაარწმუნა, რომ მიუხედავად დე ლიხტის ტრანსფერისა, „იუვეში“ მნიშვნელოვან ფიგურად განიხილავს.