მთავარი / სიახლეები / რაბიო სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

რაბიო სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ადრიენ რაბიო დღეს ტურინში ჩავა, ხოლო ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. Sky Sport-ის ცნობით, შეთანხმება გუშინ შედგა და ტრანსფერის ხელის შემშლელი გარემოებები აღარ არსებობს.

საინტერესოა, რომ დღეს რაბიოს პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და ხვალიდან უკვე თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, „იუვეს“ უსასყიდლოდ შეუერთდება.

რაბიო „იუვესთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

24 წლის ფრანგი „პარი სენ ჟერმენში“ 2012 წლიდან თამაშობდა და 227 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში კი 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …