ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი დიდი ალბათობით ზაფხულში გუნდს შეიცვლის. ინგლისელი „მამლების“ უპირობო ლიდერია, მაგრამ იმის გამო ტიტულებისთვის მისი გუნდი ვერ იბრძვის უკმაყოფილოა.
ბუნებრივია, კეინს მსურველთა რიგი უდგას და მათ შორის ყველაზე მეტად „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ აქტიურობენ. თუმცა, ესპანური მედიის ცნობით, ბრძოლაში „იუვენტუსიც“ ჩაერთვება.
კეინის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ევროა და უცნობია, რამდენად რეალურია ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.