ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, მეტოქე ძალიან კარგ ფორმაშია და კონცენტრაცია არ უნდა მოადუნონ.
„სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ადვილი არაა, მითუმეტეს იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. „ატალანტას“ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, არ შეგვიძლია შეცდომის დაშვება, რადგან პირველი ადგილის დაკარგვის საფრთხე გვაქვს.
სკუდეტოს მოსაგებად ყველა თამაშის მოგებაა საჭირო. ასე, რომ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ და ბერგამოში გამარჯვებისთვის წავიდეთ. ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და შეუფასებლობა არ არსებობს. ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ, არ ვიცი, როგორ დასრულდება თამაში, მაგრამ ვიცი, რომ სამი ქულისთვის მივდივართ“, – აღნიშნა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტა“ – „იუვენტუსის“ თამაში 23 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.