ტურინის „იუვენტუსმა“ ლეონარდო ბონუჩის შემდეგ ხუან კუადრადოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა.
როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, კოლუმბიელი ტურინში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება, ხოლო ძველ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის ზაფხულში გასდიოდა.
კუადრადო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში 151 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 28 საგოლე პასი მიითვალა.
UFFICIALE ✍️ | @Cuadrado bianconero fino al 2️⃣0️⃣2️⃣2️⃣! https://t.co/HftKZzvJ8W#Panita2022 #FinoAllaFine pic.twitter.com/tKtoGCnLZ1
— JuventusFC (@juventusfc) November 21, 2019