ანტონიო კასანომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. ვეტრანმა იტალიელმა მაურიციო სარი გააკრიტიკა და თქვა, რომ ოთხი თვე საკმარისია იმისთვის, რომ მისი სათამაშო იდეები ახალ გუნდში დაენერგა.
ამასთან ანტონიომ აღნიშნა ჯორჯო კიელინის არყოფნა და მიიჩნევს, რომ იტალიელი მცველი უდიდესი დანაკლისია.
„ყველა ამბობს, რომ დროა საჭირო სარისთვის, მაგრამ ჩვენ უკვე ოთხი თვეა ველოდებით. როგორც კი ისეთ ძლიერ გუნდს შეხვდა, როგორიც „ლაციოა“, მაშინვე დამარცხდა.
რა აკლია „იუვენტუსს“? კიელინი. ის საოცრად დიდი დანაკლისია, ლიდერი მოედანზე და მოედანს მიღმა. ჯორჯო არის ის, ვისაც დიდი პიროვნულობა გააჩნია, დე ლიხტსაც ძალიან დაეხმარებოდა. ჰოლანდიელს დიდი სირთულეები აქვს და ბონუჩი ვერ შეძლებს ისე დაეხმაროს, როგორც საჭიროა და როგორც კიელინი შეძლებდა. მეორე პრობლემა ისაა, რომ კრიშტიანუ ცენტრფორვარდად უნდა ათამაშოს, ხოლო დიბალა ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს. თუმცა, სარი თავის იდეებში სად იყენებს მას?“, – თქვა კასანომ.