იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ სერია A-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
იტალიელ სპეციალისტს მიაჩნია რომ ჯერ იუვენტუსთან ერთად ჩემპიონობისთვის კიდევს სამი გუნდი ინტერი, რომა და ლაციო იბრძოლებენ.
“შეუძლია თუ არა ბებერ ქალბატონს ჩემპიონობის დაკარგვა? ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. ახლა ოთხი გუნდი იბრძვის სკუდეტოსთვის: იუვენტუსი, ინტერი, ლაციო და რომა. რომაული კლუბები? მათ დიდი პოტენციალი აქვთ. მრავალი პრობლემის მიუხედავათ დედაქალაქელები ყველაფერზე წავლენ. ნაპოლი? პატიოსნად, არ ველოდი, რომ ანჩელოტის ბიჭები ჰორიზონტიდან გაქრებოდნენ.” – განაცხადა ფაბიო კაპელომ.