ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემებია. სამი ხედირა, აარონ რემზი და როდრიგო ბენტანკური ტრავმირებულნი არიან.
რემზის მდგომარეობა ჯერაც გაურკვეველია, ხედირა სამი თვე, ხოლო ბენტანკური 10 დღე იუქმებს. ურუგვაელმა შესაძლოა „უდინეზესთან“ თამაში მაინც მოახერხოს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა.
ამის ფონზე კი, ემრე ჯანმა და ადრიენ რაბიომ შანსი მიიღეს. ან ახლა, ან არასდროს! ორივეს შანსი აქვთ მაურიციო სარი თავიანთ შესაძლებლობებში დაარწმუნონ.
ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ემრე არაა შეყვანილი, ამიტომ „ლევერკუზენთან“ „იუვეს“ შუა ხაზში მხოლოდ მირალემ პიანიჩი, ბლეზ მატუიდი და ადრიენ რაბიო იქნებიან. აი, „უდინეზესთან“ გერმანელს თამაში შეუძლია, მაგრამ სამაგიეროდ იუქმებს მირალემ პიანიჩი, რომელმაც „ლაციოსთან“ სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.
ასე, რომ გერმანელ და ფრანგ ფეხბურთელებს შანსი აუცილებელად მიეცემათ და ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.