ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო „იუვენტუსს“ ურჩევს პაულო დიბალას არ დაეყრდნოს. „ფანტანტონიოს“ განცხადებით, დიბალა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, რომ ტურინელებს ტიტულები მოაგებინოს.
„დიბალა? მახსოვს მასზე საუბრობდნენ, როგორც ახალ მესი „ბარსელონასთან“ დუბლისა და გამარჯვების შემდეგ. მოვისმინე ასტრონომიული ციფრები, 100 თუ 200 მილიონი. ჩემი აზრით, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „იუვე“ თუ მასზე დაყრდნობას გადაწყვეტს და აქცენტს გააკეთებს, დიდი რისკის ქვეშ დადგება, რომ ტიტული საერთოდ ვერ მოიგოს“, – თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო ტურინის დატოვებასთან.