„იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ „ბებერ სინიორას“ ორი სკუდეტო უსამართლოდ ჩამოართვეს.
„კალჩოპოლი? საკმარისია დაფიქრდეთ 2006 წლის მუნდიალის ფინალზე, როდესაც ჩემპიონი „სკუარდა აძურას“ რიგებში რამდენი ჩვენი ფეხბურთელი იყო (ბუფონი, კანავარო, ძამბროტა, კამორანეზი, დელ პიერო – რედ) და არამარტო, საფრანგეთის შემადგენლობაშიც (ტურამი, ვიეირა, ტრეზეგე – რედ), იმის გასაგებად თუ რამდენად ძლიერები ვიყავით. ჩვენ სკუდეტო მოედანზე დამსახურებულად მოვიგეთ“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო „იუვენტუსს“ 2004-2006 წლებში წვრთნიდა.