„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პრედრაგ მიატოვიჩს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან არ გაუტანია.
იტალიელი სპეციალისტი სხვაგვარად ფიქრობს და ამბობს, რომ თამაშგარე იყო.
„მიატოვიჩის გოლი? თამაშგარე იყო, განცდა ასეთია. თუმცა, ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩავლილი წყალია, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ამ გოლზე ბევრი საუბარი გახლდათ.
ბევრ კარგ გუნდში და დიდ ფეხბურთელთან მითამაშია და საუკეთესო ზიდანი იყო. ყველაზე ძლიერი, რადგან ბუნებამ მას კლასი, ხარისხი და ინტელექტი მისცა.
მესი და რონალდუ? ისინი ერთ დონეზე არიან, არა ხარისხის, არამედ მნიშვნელობის თვალსაზრისით. როგორც მარადონასა და პელეს შორის არჩევანის გაკეთებაა შეუძლებელი, ამ შემთხვევაშიც ასეა“, – თქვა მარჩელომ.