კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ კარანტინი მატაის დე ლიხტმა და ვოიცეხ შჩესნიმ დაასრულეს. ნიდერლანდელი და პოლონელი დღეს კონტინასას ბაზაზე მივიდნენ და ვარჯიში დაიწყეს.
მოგეხსენებათ, ორივემ 14-დღიანი კარანტინი გაიარეს, მაგრამ ახლა უკვე გუნდს შეუერთდნენ.
„იუვენტუსის“ ფეხბურთელებიდან კარანტინში ამ დროისთვის მხოლოდ ადრიენ რაბიო და გონსალო იგუაინი რჩებიან, რომლებიც ტურინში ყველაზე გვიან დაბრუნდენ.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი