ცნობილმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა და თქვა, რომ ანდრეა პირლოს გუნდს გაუმართლა, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგო.
„იუვენტუსმა“ ბევრი იწვალა. გაუმართლა, რომ მხოლოდ 2:0 წააგო, თუმცა „ბარსელონას“ ორივე გოლი ცოტა უსამართლო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ პირველი რიკოშეტით გავიდა, მაგრამ ისინი მოგებას იმსახურებდნენ. ყველაზე ცუდი, რაც ამ თამაშში ვნახე, უფრო სწორად არ მომეწონა, ის ფაქტია, რომ კიეზა უბურთოდ იყო, ის ერთი-ერთზე უნდა დატვირთულიყო, მაგრამ ბურთი უმეტესაც დიბალას ზონაში იყო. ამიტომაც, ვერ მოახერხეს თამაშის გახსნა და „ბარსელონა“ სწრაფად ახერხებდა ბურთის მოპოვებას.
ამასთან, ვნახე სუპერდინამიური „ბარსა“ და მესი. ვიცი, რომ ის ბევრს დარბის, მაგრამ აქამდე არმინახავს, რომ მესის ამდენი ერბინოს. „იუვენტუსს“ გაუმართლა, რადგან შეიძლებოდა ანგარიში უფრო მძიმე ყოფილიყო“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურში 3 ქულა მოიპოვა და მომდევნო მატჩს ევროსარბიელზე უნგრეთში „ფერენცვაროშთან“ ჩაატარებს.