ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ „იუვეს“ შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი ნახევარმცველის განცხადებით, გუნდში არ შეინიშნება მომატების შესაძლებლობა და პირლოს იდეების ათვისება.
„არ ვფიქრობ, რომ კრიზისის უფსკრული იწყება, მაგრამ „იუვენტუსი“ ვერ ახერხებს თამაშში ჩართვას, არ შეინიშნება განვითარება. ფიზიკურად და ტაქტიკურად, ყველაფერი ცუდია და მთავარი პრობლემა ის არის, რომ გუნდი პირლოს იდეების ათვისებას ვერ ახერხებს“, – თქვა ტაკინარდიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურში 3 ქულა მოიპოვა და მომდევნო მატჩს ევროსარბიელზე უნგრეთში „ფერენცვაროშთან“ ჩაატარებს.