იტალიელი ჟურნალისტი „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ანდრეა პირლოს „სასუოლოს“ და იტალიის ნაკრების ნახევარცველის, მანუელ ლოკატელის ყიდვა სურდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ტრანსფერი ვერ გაჩარხა.
„იუვეს“ პრობლემები აქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პირლომ ლოკატელის ტრანსფერი მოითხოვა საიდუმლოდ, „სასუოლოდან“ შესაძენად. ის არის მოთამაშე, რომელიც „იუვეს“ სჭირდება და პირლო მას ბოლო მომენტამდე ითხოვდა. საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ შემიძლია გაგიმხილოთ, რო პირლოს ლოკატელის ყიდვა უნდოდა“, – აღნიშნა კონდომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურში 3 ქულა მოიპოვა და მომდევნო მატჩს ევროსარბიელზე უნგრეთში „ფერენცვაროშთან“ ჩაატარებს.