ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა. მისი აზრით, გუნდი ცუდ ფიზიკურ ფორმაშია და ეს ორივე შეხვედრამ დაამტკიცა.
კაპელო დარწმუნებულია, რომ სარი ტურინში მომდევნო სეზონშიც იმუშავებს.
„მილანთან“ მეორე ტაიმში „იუვე“ ძალიან დაღლილი იყო, წუხელ კი კიდევ ერთი მტკიცებულება გვქონდა. რატომ არ გამოიყენა ყველა ცვლილება? მნიშვნელოვანი არაა რამდენად გრძელი სკამი გყავს, მთავარია ხარისხი. ჩემი აზრით, სარი მომდევნო სეზონშიც დარჩება, ის კარგი მწვრთნელია, მაგრამ „იუვე“ არ არის ადვილად სამართავი მანქანა.
რატომ იყო რონალდუ პენალტების სერიაში ბოლო? ვინც ყველაზე კარგად ურტყამს, ჩემი აზრით მეოთხედ უნდა შეასრულოს, პირველი კი ბურთთან ის უნდა მივიდეს, ვინც საკუთარ თავში ყველაზე მეტადაა დარწმუნებული. ეს ჩემს კარიერაში ბევრჯერ მომხდარა, მოსულა ფეხბურთელი და უთქვამს, მინდა პირველი დავარტყა და დაურტყამს“, – თქვა კაპელომ.