რომის „ლაციოს“ კომუნიკაციის ხელმძღვანელმა არტურო დიაკონალემ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ გამარჯვებით გაიხარეს. ახლა კი იმედოვნებს, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ლაციოსთან“ დამარცხდება.
„ნაპოლის“ გამარჯვებამ გაგვახარა, დე ლაურენტისის გუნდი მოდელი „ლაციოს“ მოდელის მსგავსია, იმედია „იუვეს“ ჩვენ ჩემპიონატში დავამარცხებთ. „იუვენტუსი“ დაუმარცხებელი გუნდი არაა, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ეს და კიდევ შეგვიძლია“, – თქვა დიაკონალემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურით ადრე „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს.