ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ნაპოლისთან“ დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები და ფაქტები დაფიქსირდა.
7 – იტალიის თასის ფინალში გამარჯვებული პენალტების სერიით მეშვიდედ გამოვლინდა. „ნაპოლიმ“ პირველად ითამაშა ფინალში პენალტებში, ხოლო „იუვენტუსი“ 1973 წელს „მილანთან“ დამარცხდა.
1 – „იუვენტუსმა“ იტალიის თასზე ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (7 მოგება, 3 ფრე). საკუთარი კარი მშრალად კი ხსენებულ მატჩებში 10-ჯერ შეინახა.
0 – იტალიის თასის ფინალი, პირველად დასრულდა უგულოდ 1980 წლის შემდეგ, როდესაც „რომამ“ „ტორინო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
1 – 2009 წლის შემდეგ იტალიის თასის ფინალში პენალტების სერია პირველად დაინიშნა. მაშინ „ლაციომ“ „სამპდორიას“ აჯობა.
0 – „იუვენტუსმა“ ზედიზედ სამ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი და ბოლოს ასეთი სერია 2019 წლის იანვარში ჰქონდა.
0 – „იუვენტუსმა“ ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა 2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული პირველად ვერ გაიტანა.