მთავარი / სიახლეები / კანსელუს “სიტიში” ტრანსფერი შესაძლოა არ შედგეს
კანსელუს “სიტიში” ტრანსფერი შესაძლოა არ შედგეს

კანსელუს “სიტიში” ტრანსფერი შესაძლოა არ შედგეს

ჟოაუ კანსელუს „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. Tuttosport-ის ცნობით, ინგლისურმა გუნდმა სანამ კანსელუს შეიძნეს, მანამდე ბრაზილიელი განაპირა მცველი დანილო უნდა გაყიდოს.

საქმე ისაა, რომ დანილოს გასხვისება ფინანსური ფეირ-პლეის დაცვისთვის აუცილებელია, მაგრამ ბრაზილიელს მსურველები არ ჰყავს. „ქალაქელთა“ გეგმაში მისი კანსელუს ტრანსფერში ჩართვა და „იუვენტუსში“ გაშვება შედიოდა, მაგრამ ტურინელებს დანილოს დამატება განზრახული არ აქვთ და ეს წინადადება არ მიიღეს.

აქედან გამომდინარე, თუ „სიტი“ გამოსავალს ვერ მოძებნის, პორტუგალიელი მცველი დამდეგ სეზონსაც შავ-თეთრი მაისურით გაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …