„იუვენტუსი“ და „რომა“ ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ. Sky Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ წუთებში მიმდინარეობს და დიდი შანსია გარიგება დღესვე დაიხუროს.
საქმე ეხება მარცხენა მცველების ბარტერს – ლეონარდო სპინაცოლა „რომაში“ გადავა, ხოლო ლუკა პელეგრინი – „იუვეში“.
სპინაცოლა „იუვენტუსმა“ „ატალანტადან“ შარშან დაიბრუნა, მაგრამ სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა.
რაც შეეხება ლუკა პელეგრინის – 20 წლის მცველი „რომას“ აღზრდილია და გასულ სეზონში „ჯალორისის“ ღირსება მხოლოდ 4 მატჩში დაიცვა. სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით „კალიარიში“ გაატარა და მოედანზე 12-ჯერ გავიდა.
საინტერესოა, რომ იტალიური მედია ამ ბარტერს საკმაოდ მოულოდნელს უწოდებს.