ჯანლუიჯი ბუფონი ძალიან ახლოსაა „იუვენტუსში“ მოულოდნელ დაბრუნებასთან. ამის შესახებ იტალიური მედია უკვე დარწმუნებით იტყობინება და მხოლოდ ოფიციალური დადსტური რჩება.
როგორც ცნობილი გახდა, ჯიჯი ტურინელებთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ამას დაემატება ბონუსებიც.
გარდა ამისა, ბუფონი ლეგენდარულ 1-ნომრიან მაისურს არ მოირგებს, რომელიც „იუვეში“ 17 წელი მისი საკუთრება იყო. ძირითადი მეკარის სტატუსს და ნომერსაც ვოიცეხ შჩესნი შეინარჩუნებს. ჯიჯის კი სხვა ნომრის არჩევა მოუწევს, თუმცა არა 12-ის, რომელიც სამი წელია ალექს სანდროს საკუთრებაშია.
ცნობილია ისიც, რომ ლეგენდარული მეკარე სერია A-ში მინიმუმ 8 თამაშს ჩაატარებს სეზონში. სწორედ ამ რაოდენობის მატჩები სჭირდება ბუფონს პაოლო მალდინის რეკორდის დასამხობად (იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ყველაზემეტი მატჩი), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მოედანზე მინიმუმ ორჯერ გავა.