ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჟოაუ კანსელუმ „ინტერთან“ (1:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვება დაიმსახურეს. საგულისხმოა, რომ „იუვემ“ ერთადერთი გოლი პორტუგალიელი მცველის აქტიურობით და პასით გაიტანა.
„ინტერი“ ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ ახლა „იუვეს“ ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს ამ გუნდისთვის ვაკეთებ. ვფიქრობ, გამარჯვება დავისმახურეთ. პირველ ტაიმში გვქონდა გარკვეული სირთულეები, მაგრამ მოგება მეტოქეზე მეტად დავიმსახურეთ.
„ინტერი“ კარგი გუნდია ასეთივე მწვრთნელით. თუმცა, მეორე ტაიმში თამაშიდან გამოვთიშეთ და მიმაჩნია, რომ უკეთესად ვითამაშეთ“, – თქვა კანსელუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ 43 ქულა აქვს (14 მოგება, 1 ფრე) და სერია A-ს დიდი უპირატესობით ლიდერობს.